Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
თარიღი 2025-05-09
თარიღი 15:00 სთ
მისამართი თსუ

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით (#SPG-24-483)  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ტარდება სამეცნიერო ღონისძიება „ნობელიანტების ექსპერიმენტები ფიზიკაში“ თბილისისა და რეგიონების საჯარო და კერძო სკოლების მაღალი კლასის მოსწავლეთათვის. იგი მიზნად ისახავს ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაციას. 

 

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საბავშვო უნივერსიტეტის მოწყობა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე. ღონისძიების მონაწილეებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ექსპერიმენტებში. მოსწავლეები მოისმენენ ასევე ლექციებს ამ აღმოჩენების შესახებ და საინტერესო ისტორიებს აღმომჩენი მეცნიერების ბიოგრაფიებიდან. ღონისძიების მონაწილეები დაათვალიერებენ ასევე თსუ-ს მეორე კორპუსში განთავსებულ პლანეტარიუმს. 

ღონისძიების ბოლო დღეს გაიმართება მოსწავლეთა (ჯგუფური) პრეზენტაციები წინასწარ მათ მიერ შერჩეულ თემაზე. პრეზენტაციების მომზადებაში მოსწავლეებს დაეხმარებიან ფიზიკის დეპარტამენტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტები.

 

ნობელიანტების ექსპერიმენტები ფიზიკაში

მსგავსი ღონისძიებები